რუსთავში, სასაწყობე მეურნეობაში ხანძარი გაჩნდა

რუსთავში, გოგოლის ქუჩა #55-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი სასაწყობე მეურნეობაში თივას უკიდია.

თივა ერთ-ერთ კერძო პირს ეკუთვნის, რომელსაც ფერმერული მეურნეობა აქვს.

ადგილზე მობილიზებულია რუსთავის სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება.

banner
წინა სტატიაშირუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას არ გამორიცხავს
შემდეგი სტატია8 ქართველი 85 წლის ქალის წამებისთვის და მკვლელობისთვის დააკავეს