8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

რუსთავში საპროტესტო აქცია გაიმართა

რუსთავში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი თქმით, სახელმწიფო მათ საკუთრებაში არსებული მიწის გასხვისებას აიძულებს. საქმე იმ მიწის ნაკვეთებს ეხება, რომელიც მესაკუთრებს დაკანონებულიც აქვთ.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ ეუბნებიან, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა იგეგმება. როგორც პროტესტის მონაწილეებმა ტვ პირველთან განაცხადეს, მიწის მესაკუთრეებს ინდივიდუალურად ურეკავენ და ინდივიდულაურად ცდილობენ მათ დათანხმებას.

,,შესაძლებელია, ეს მიწის ნაკვეთი, რომელიც მემკვიდრეობა იყო, ახლა დავკარგოთ. სახელმწიფო ყველას არ დაუკავშირდა, მხოლოდ მცირე რაოდენობა ხალხს დაუკავშირდა, რომ იაფად გამოისყიდონ და მერე შემდეგ შეიძლება “გათიშეს და იბატონეს” პრინციპით მიდიოდეს ნელ-ნელა ხალხთან მოლაპარაკებები.

საერთო ინფორმაცია ჩვენამდე არ მოსულა. გამოსყიდვას აპირებენ, ან ჩამორთმევას აპირებენ, თუ უარს ვიტყვით. ეს რა თქმა უნდა, კატასტროფა არის, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი კუთვნილი მიწა და ის არგუმენტი, რომ ამ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს უნივერსიტეტი, ეს რა თქმა უნდა, ფარსია. იმიტომ, რომ ეს ძალიან დიდი ტერიტორიაა და აქ არ აშენდება უნივერსიტეტი. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ არგუმენტი, რომელსაც იყენებენ დროებით”, – ამბობს მიწის მესაკუთრე.

banner
წინა სტატიაში„ეკონომისტი“: უკრაინა და მისი ევროპელი პარტნიორები უთანხმოების პერიოდს გადიან
შემდეგი სტატიარუმინეთის პატრიარქი: ილია მეორე იყო თანამედროვე მართლმადიდებლობაში ღირსეული პიროვნება და სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი