რუსთავში საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარე ვერ აირჩიეს

პროტესტი თვითმმართველობით ორგანოებში – ოპოზიციის დემარშის გამო საკრებულოს სხდომა ჩაიშალა და თავმჯდომარე ვერ აირჩიეს რუსთავშიც.

რუსთავის საკრებულოს ,,ენმ”-ს წევრები დეპუტატების თქმით, ისინი ამ ეტაპზე კოლეგებთან კონსულტაციის რეჟიმში არიან და მათი მომდევნო მოქმედება ამ კონსულტაციაზეა დამოკიდებული.

“გავივლით კონსულტაციას ოპოზიციურ პარტიასთან და თუ სურვილი ექნებათ და რეალური ოპოზიცია არიან, მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ მონაწილეობას საკრებულოს სხდომაში და თავმჯდომარის არჩევაში” – აცხადებენ რუსთავის საკრებულოს დეპუტატები ,,ნაცმოძრაობიდან”.

გახარიას პარტიას რუსთავშიც ანალოგიური მიზნები აქვს, რაც სხვა ქალაქებში, ისინი ,,ოცნებასა” და ,,ენმ”-ს ერთნაირად აკრიტიკებენ და რადგან მათ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული საკრებულოში ძალთა გადანაწილება, ამიტომ ისინი საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს ითხოვენ.

“ორივე ძალას აქვს თავისი ვიწრო პარტიული ინტერესები და ცდილობს, რომ ქალაქი ერთპიროვნულად მართოს. ჩვენი პოზიციაა, რომ მმართველობა იყოს დაბალანსებული, ჩვენ ისევ დავაყენებთ ჩვენს კანდიდატურას, თუ არა და, გავაგრძელებთ მუშაობას ფრაქციაში” – აცხადებს გახარიას გუნდის წევრი.

რუსთავი ერთ-ერთი ქალაქია, სადაც საკრებულოში ოპოზიცია უმრავლესობით არის წარმოდგენილი. ,,ნაციონალურ მოძრაობას” აქ 16 დეპუტატი ჰყავს, გიორგი გახარიას პარტიას კი – 3, თუმცა პარტია ,,საქართველოსთვის” სხვა ქალაქების მსგავსად, რუსთავშიც პოლიტიკურ ბოიკოტს აცხადებს.

banner
წინა სტატიაშიმდინარაძე – საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით უნდა ვიმსჯელოთ, რა სჯობს ქვეყნისთვის
შემდეგი სტატიაეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი მოსკოვს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს