6.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულის აივნიდან 12 წლის გოგო გადმოვარდა

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულის აივნიდან 12 წლის გოგო გადმოვარდა.

არსებული ინფორმაციით გოგონა აივანზე სარეცხს ფენდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და გადავარდა. მოზარდი ფეხის მოტეხილობით კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: ჩემი გზავნილი იქნება ევროპელი პარტნიორებისთვის, რომ არ დააკნინონ ის, რასაც რუსეთი საქართველოში სცდის
შემდეგი სტატიამანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა