რუსთავში ქვეითად მოსიარულეს ავტომანქანა დაეჯახა

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ქვეითად მოსიარულე შუახნის მამაკაცს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
პირველადი მონაცემებით, მამაკაცს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიქობულეთში 7 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიათბილისის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს