რუსთავში ქვეითად მოსიარულე მოზარდს სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში, სუპერმარკეტ „მადაგონთან” ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გზაზე ქვეითად მიმავალ მოზარდს სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა. ავარიის შედეგად დაშავებული რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მოზარდს ფეხები აქვს მოტეხილი.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
როგორც  შსს-ში აცხადებენ  საქმე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილითაა აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიდიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
შემდეგი სტატიათამარ ჟვანიამ საერთაშორისო დამკვირვებლებს ცესკო-ს მუშაობის შუალედური ანგარიში წარუდგინა