“რუსთავში “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ჯგუფები “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებზე ზეწოლას ახორციელებენ”

რუსთავში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატობის კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი მმართველ პარტიას ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, ოცნების მხარდამჭერი კრიმინალური ჯგუფები გადაადგილდებიან სპეცსამსახურების მანქანებით და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებზე ზეწოლას ახორციელებენ.

როგორც მან აღნიშნა, კრიმინალური ჯგუფები “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს უბნის გარეთ გასვლისკენ მოუწოდებენ. მისი თქმით, სავარაუდოდ, ეს ხორციელდება ფიზიკური ანგარშისწორების მიზნით.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, რუსთავის 83-ე საარჩევნო უბანი მათმა დამკვირვებელმა ზეწოლის შედეგად დატოვა, მასთან დაკავშირება კი ამ დრომდე ვერ ხერხდება. მამუკა ჩიქოვანი აცხადებს, რომ ამ ფაქტის შემდეგ ადგილზე მათ სხვა დამკვირვებელი გაგზავნეს.

83-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ნანა ლომთათიძე ამბობს, რომ საარჩევნო უბანზე პროცესი ინციდენტების გარეშე მიმდინარეობს და უბანზე დღეს “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებელი არ ყოფილა მისული. რაც შეეხება უბნის გარეთ მომხდარ ინციდენტს, ამაზე კომისიის თავმჯდომარეს ინფორმაცია არ აქვს.

banner
წინა სტატიაშიბათუმში რამდენიმე ამომრჩეველმა ხელზე მარკირების კვალი მანდარინის ჭამით ახსნა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: ახალციხე-ადიგენში გივი თარგამაძე და გოკა გაბაშვილი არეულობას გეგმავენ