20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

რუსთავში ქალს მანქანა დაეჯახა

რუსთავში ქვეითად მოსიარულე ქალს მანქანა დაეჯახა.

ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, დაშავებულ ქალს ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. მას მარცხენა წვივის ძვალი და მარცხენა მხარი აქვს მოტეხილი.

“112-ის ბრიგადის მიერ შემოყვანილია შუახნის ქალბატონი, რომელსაც აღენშნება მრავლობითი ზედაპირული დაზიანებები. პაციენტი ამ ეტაპზე ყოვნდება ემერჯენსის განყოფილებაში, უტარდება კლინიკურ ლაბორატორიული კვლევები. მისი მდგომარეობა გახლავთ საშუალო სიმძიმის და იმყოფება ექიმების ზედამხედველობის ქვეშ”,- განაცხადა კლინიკა რუსთავის გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ექიმმა, თეა გელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივაჟა-ფშაველას მეტროსთან, სადაც სამშენებლო ობიექტზე, საცხოვრებელი კორპუსის მახლობლად მიწა ჩამოიშალა, თბილისის მერიის წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებიან
შემდეგი სტატიათბილისში არსებული უამინდობის გამო, Qatar Airways-ის თვითმფრინავი ბაქოს აეროპორტში დაეშვა