რუსთავში მტკვარში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში მდინარე მტკვარში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მოზარდს მაშველები და მყვინთავები ეძებდნენ, გავრცელებული ინფორმაციით, ის მდინარეში ჯებირიდან გადავარდა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშირუსთავში მტკვარში 13 წლის ბიჭს ეძებენ
შემდეგი სტატიასააღმზრდელო პროცესი დღეს თბილისის 4 საბავშო ბაღში არ განახლდა