რუსთავში მტკვარში 13 წლის ბიჭს ეძებენ

რუსთავში, მტკვარში დაკარგულ მოზარდს ეძებენ. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი მდინარეში ჯებირიდან გადავარდა. ადგილზე მობილიზებულები არიან მაშველები და მყვინთავები.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიოქროს ფასი 40%-ით გაძვირდა
შემდეგი სტატიარუსთავში მტკვარში დაკარგული მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს