30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

სიკვდილით დასრულებული ჩხუბი რუსთავში- შსს-მ კიდევ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რუსთავში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია კიდევ 4 პირი, ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც უწყება აცხადებს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იძალადა მამაკაცზე.  დაპირისპირებისას მამაკაცი წაიქცა და თავის არეში დაზიანება მიიღო. მიღებული დაზიანების შედეგად იგი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულის თანმხლებმა პირებმა, ფიზიკურად იძალადეს გარდაცვლილის მეგობრებზე. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა ოთხივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: ამაღამ ირანს ძლიერად დავარტყამთ
შემდეგი სტატიაგზების დეპარტამენტი: უშგული-ლასდილისა და მელე-ლასდილის მონაკვეთებზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა