29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

რუსთავში მკვლელობაში ბრალდებული 15 წლის მოზარდის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

რუსთავის საქალაქო სასამართლოში 15 წლის მოზარდის საქმე განიხილება, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად.

როგორც ტვ პირველი იუწყება, არასრულწლოვანი ბრალდებას არ უარყოფს, თუმცა აცხადებს, რომ დანაშაული მის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო სექსუალურ ძალადობას უკავშირდება. მოზარდის პირველ ჩვენებაში ნათქვამია, რომ რუსთავში მცხოვრებმა დაახლოებით 50 წლის მამაკაცმა მასზე სავარაუდოდ სექსუალურად იძალადა.

ბრალდების მხარე მოზარდის პატიმრობაში გაშვებას ითხოვს. საბრალდებო უწყების წარმომადგენლის განმარტებით, იმისთვის, რომ არასრულწლოვნის ინტერესები არ დაზიანდეს, აუცილებელია, ის სრულ იზოლაციაში იყოს მომდევნო ორი თვის განმავლობაში.

პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. ადვოკატი ამბობს, რომ საქმის არსებითი განცილვის დროს აუცილებლად დადასტურდება, რომ მოზარდი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

“საქმეში არსებული მტკიცებულებებითაც, შემთხვევის ადგილის დათვალიერებით, თვითონ ბრალდებულის ჩვენებით, ასევე სავააუდოდ, ექსპერტიზის დასკვნითაც გამოჩნდება ის სურათი, რომ ნამდვილად არ იტყუება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ნამდვილად უდანაშაულოა. ამას სხვა არარულწლოვნებიც ადასტურებენ, რომლებიც ასევე იყვნენ მსხვერპლნი მისი ძალადობრივი მოქმედებების და მათთანც ჰქონდა ამ ადამიანს მცდელობა, რომ დაემყარებინა სქესობრივი ურთიერთობა. როგორც ვიცი, ერთ-ერთი მოწმე თანახმაა, ყველას წინაშე წარდგეს და ისაუბროს, თუ როგორ შეძლო და დააღწია თავი. ძალადობის კვალი აღენიშნება, თვითონ მოკლულიც დაზიანებულია, ვინაიდან ერთმანეთში ჭიდავიც იყო და შემდეგ, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ეს ადამიანი, რომელიც ასევე ისევ ეუბნებოდა, რომ მოგკლავ და ამ დროს შეძლო და სააბაზანოში ჩაიკეტა არასრულწლოვანი”, – ამბობს ადვოკატი. 

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: რუსებმა ისევ დაარტყეს ჩერნობილის ბირთვული სასწვავის საცავს
შემდეგი სტატიათამარ ჩერგოლეიშვილი წითლიძეს: ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანის არჩევანს, მათთვის ყველა პირუტყვია