ლიფტის გაძარცვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს. შემთხვევა რუსთავში მოხდა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, თოდრიას ქუჩაზე 30 წლამდე კაცმა ერთერთი კორპუსის ლიფტი გაძარცვა და სპილენძი ჯოჭა მოიპარა.
ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა სამართალდამცავებისთვის. პოლიციამ კაცი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.
ნივთმკიცებად ამოღებულია ნაქურდალი, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

















