რუსთავში ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსთავში მე-12 მიკრორაიონში საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულზე გაჩენილ ხანძარს, შუახნის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მამაკაცის ცხედარი მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ჩაქრობის შემდეგ იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, საცხოვრებელო სახლში ხანძარი გაჩნდა. ხანძრის ქრობის სამუშაოებში 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მონაწილეობდა.

banner
წინა სტატიაშისროლა გლდანში – პოლიციამ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ფაქტზე კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცა