რუსთავში ხანძარს 22 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
სხვა სტატიები
- უეფა-ს პოზიცია სუპერთასის ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ დღეს გახდება ცნობილი
- წერეთელზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა
- სტამბოლის პოლიციამ ე.წ. რუსული მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა
ხანძარი მოხდა რუსთავში, ქვის გადამამუშავებელი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ცეცხლი საამქროსთან მდგარ ჯიხურს გაუჩნდა, რომელშიც მამაკაცი იმყოფებოდა, თუმცა გამოძახების დროს მათთვის ეს ინფორმაცია ცნობილი არ იყო.
ადგილზე მისულმა ორმა სახანძრო მანქანამ ხანძრის ლიკვიდირება სწრაფად მოახერხა, და სწორედ ამის შემდეგ აღმოაჩინეს ჯიხურში გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი.
ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.