რუსთავში “ხალხის პარტიის” მხარდამჭერებმა აქცია გამართეს

რუსთავში, მერიის წინ “ხალხის პარტიის” მერობის კანდიდატმა ანი კეკენაძემ მხარდამჭერებთან ერთად აქცია გამართა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რუსთავში თანხის გადაუხდელობის გამო, სტატუსშეჩერებული 720 სტუდენტია.

აქციის მონაწილეები მერიას მოუწოდებდნენ, მოახდინონ სტუდენტების დაფინანსება, რათა მათ შეძლონ სწავლის გაგრძელება.

აქციის მონაწილეებს ადგილზე უპასუხა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა. თამარ აქუბარდიას განმარტებით, მერიაში წლებია არსებობს პროგრამა, რომლითაც ყველა სტუდენტი ფინანსდება, ვინც თანხის გადახდას ვერ ახერხებს და მაღალი აკადემიური დასწრება აქვს.

banner
წინა სტატიაშისაკრებულოს წევრის, მარიკა დათუკიშვილის განცხადებით, „ქართუ ბანკთან“ აქციაზე უცნობმა მამაკაცმა სახეში ხელი გაარტყა
შემდეგი სტატიაარაოფიციალური ინფორმაციით, თემქაზე სროლა იყო