რუსთავში კაცი მაღაზიაში შეიჭრა და იქ დასაქმებულ შვილზე ფიზიკური ძალადობა სცადა

რუსთავში, ერთ-ერთ მაღაზიაში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცი შეიჭრა და იქ დასაქმებულ შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. თვითმხილველების თქმით, კაცი შვილზე ფიზიკურად ძალადობასაც ცდილობდა.

ინცინდენტის შემდეგ გოგონა ცუდად გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. ინფორმაციას ამის შესახებ “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

მათი თქმით, კაცი აგრესიული იყო მაღაზიაში მყოფი სხვა პირების მიმართაც. როგორც კაცის ცოლი ამბობს, ის ოჯახის სხვა წევრებზეც ხშირად ძალადობდა და გოგონაზე შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი, თუმცა ორდერს ვადა 2 დღის წინ გაუვიდა.

კაცი სამართალდამცველებმა დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიკახა ადამია – ზვიად გამსახურდია არ იყო დამოუკიდებელი საქართველოს მხოლოდ რიგით პირველი პრეზიდენტი
შემდეგი სტატიაპარლამენტში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს