რუსთავში გრიგოლ ვაშაძის სარეკლამო ბანერები წითლად შეღებეს

რუსთავში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაერთიანების „ძალა ერთობაშიას“ ოფისები წითლად შეღებეს და პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სარეკლამო ბანერებზე წითელი საღებავით – KGB დააწერეს.

როგორც გაერთიანებაში აცხადებენ, მსგავსი ფაქტი რუსთავში მდებარე ყველა ოფისზე დაფიქსირდა.

„ძალა ერთობაშია“ გეგმავს, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები დაათვალიეროს, რომლის შემდეგაც, მათივე ინფორმაციით, გაირკვევა, ვინ გააკეთა წარწერები გრიგოლ ვაშაძის სარეკლამო ბანერსა და ოფისის კედლებზე. ჩანაწერების ამოღების შემდეგ „ძალა ერთობაშია“ სამართალდამცველებსაც მიმართავს.რუსთავში გრიგოლ ვაშაძის სარეკლამო ბანერები წითლად შეღებეს

banner
წინა სტატიაშიშავი ზღვის უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეზღუდვის საკითხს ავტორიზაციის საბჭო კიდევ ერთხელ განიხილავს
შემდეგი სტატიარუსთავში 24 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს