რუსთავში გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ

რუსთავში გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ და კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დაწესებული შეზღუდვებს აპროტესტებენ. მოვაჭრეებმა მე-12 მიკრორაიონში საავტომობილო გზა გადაკეტეს და ავტომობილებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევენ.

მოვაჭრეების თქმით, მათ ყოველდღიური შემოსავალი დაკარგეს და შეზღუდვების გამო, მუშაობას ვეღარ ახერხებენ.

ცენტრალურ ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. პოლიცია ცდილობს გარემოვაჭრეების გზიდან გადაყვანას.

banner
წინა სტატიაშიბატონო თენგიზ, უხერხულობას არ გრძნობთ დასაღუპად განწირულ ხალხს ეუბნებით საზღვარგარეთიდან გამოგზავნილმა წამალმა მიშველაო – სარიშვილი
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე : არავინ მალავს, საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთული, მაგრამ მართვადია