11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

რუსთავში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 34 წლამდე მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ფ. რუსთავში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, 1988 წელს დაბადებულ დ.გ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ლ.ფ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში ძალადობასა და გამოძალვისთვის 40 წლამდე მამაკაცი დააკავეს
შემდეგი სტატიათბილისში პოლიციის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ბრალდებით 26 წლის პირი დააკავეს