რუსთავში, ერთ-ერთ სადარბაზოში ახალშობილი იპოვეს

რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, კართან ახალშობილი ნახეს. ბავშვი სამართალდამცავებმა სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების მიზნით კლინიკა ,,რუსთავის” ჩვილ ბავშვთა განყოფილებაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენებას გულისხმობს, ვისაც შესაძლებლობა არა აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს
შემდეგი სტატიაშსს-მ ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვა-გადამუშავების 37 ფაქტი გამოავლინა