რუსთავში ძლიერმა ქარმა მერიის შენობას სახურავი გახადა

რუსთავში ძლიერმა ქარმა მერიის შენობას სახურავი გადახადა. რამდენიმე ადგილზე ქარმა შენობის სახურავს თუნუქის ფურცლები ახადა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან და 19 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ მოსალოდნელია ნალექი. კერძოდ, მთაში და მაღალმთაში მოსალოდნელია თოვლის სახით, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში ნისლი და ქარბუქი.

banner
წინა სტატიაშისაპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს უფროსად იაგო ბოლოთაშვილი დაინიშნა
შემდეგი სტატიაეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებულ ვადებში განიხილავს