რუსთავში დაკარგული 4 წლის გოგო აფხაზეთში იპოვეს

რუსთავში დაკარგული 4 წლის გოგონა პოლიციამ ოჯახს დაუბრუნა.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგო მამამ აფხაზეთში გადაიყვანა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცახდებენ, ბავშვი ოჯახს უვნებელი დაუბრუნდა.

„შეტყობინების შემოსვლის შემდეგ ამოქმედდა ცხელი ხაზი და შსს-მ სუსთან ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად ბავშვი უვნებლად დაუბრუნდა მშობელს“, – განაცხადეს შსს-ში.

დაკარგული ბავშვის სამძებრო სამუშაოებს პოლიცია 8 დღის განმავლობაში აწარმოებდა.

banner
წინა სტატიაში„სულში ჩააფურთხა ჩვენს გმირებს!“ – კასპის მაჟორიტარ დეპუტატს ოპოზიციის წევრებმა ბიუროს კარი მავთულხლართით აუჭედეს
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე : ვრჩებით აღმოსავლეთ პარტნიორობისა და მიზნების ერთგულნი, თუმცა ვაცნობიერებთ, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო