რუსთავში ცხრასართულიანი კორპუსიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა

რუსთავში, ლეონიძის N4-ში ცხრასართულიანი კორპუსიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მეცხრე სართულზე ორი არასრულწლოვანი ფოტოს, ე.წ. სელფს იღებდა, როდესაც ერთ-ერთი მოზარდი კორპუსიდან გადმოვარდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მოზარდი კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

როგორც პირველ არხს შემთხვევის ადგილზე განუცხადეს, თვითმხილველები დაკითხვაზე არიან გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაშიდიდი ალბათობით, მოხდა იგივე, რაც არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით – ეს ადამიანი არის მოკლული
შემდეგი სტატიავენეციის კომისიის დასკვნები მოხსნის კითხვებსა და ბრალდებებს, რომელიც შეიძლება, კანონპროექტის განხილვისას წარმოიშვას