რუსთავში ციხის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლების მცხოვრებლები ციხის მშენებლობას აპროტესტებენ.

ადგილობრივები მოუწოდებენ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, შეცვალოს გადაწყვეტილება და აღნიშნულ ადგილზე ციხის მშენებლობა არ დაუშვას.

აქციის მონაწილეების თქმით, ქალაქში უკვე მესამე ციხე შენდება, რაც რუსთავს მეგობრობის ნაცვლად, ციხეების ქალაქად აქცევს.

მოსახლეობა ამბობს, რომ პენიტენციური დაწესებულების ღობე საცხოვრებელი კორპუსიდან რამდენიმე მეტრში იქნება, რაც მათთვის მიუღებელია.

მოსახლეობამ პეტიციით რუსთავის მერიას უკვე მიმართა. ისინი გეგმავენ სასამართლოსაც მიმართონ.

ჭყონდიდელის დასახლებაში გამართულ აქციას რუსთავის ეპარქიიდან სასულიერო პირებიც შეუერთდნენ.

დასახლების მაცხოვრებლებმა ციხის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია რამდენიმე კვირის წინაც გამართეს

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა გიორგი გახარიას- “რისთვის მოხვედით პარლამენტში, რომ თვალი ჩაგვიკრათ თუ ცინიკურად მორალი გვიკითხოთ?”
შემდეგი სტატია,,დაღლილი გამოიყურებიო მითხრეს, დაღლილი კი არა, უკიდურესად უინტერესოა ეს ყველაფერი…გულგატეხილი ვარ”