რუსთავში ციხის მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია გრძელდება

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 16, 2019 15:18

რუსთავში ციხის მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია გრძელდება

რუსთავში ციხის მშენებლობის მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას კვლავ გაშლილ კარვებში აგრძელებენ.

ღამით ორმა არასრულწლოვანმა მშენებარე ციხის ღობე დააზიანა, რის გამოც სამართალდამცველებმა ისინი გამოკითხვაზე გადაიყვანეს. აქციის მონაწილეების განმარტებით, ღობე შემთხვევით დაზიანდა.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელი რჩება.

რუსთავში ციხის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის მონაწილეთა ნაწილმა კარვები გუშინ გაშალა.

რუსთავის მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტები რამდენიმე დღეა, ქალაქში ციხის მშენებლობას აპროტესტებენ. მათ 14 აპრილს რუსთავის ცენტრალური გზა რამდენჯერმე გადაკეტეს, იუსტიციის მინისტრს გადაწყვეტილების შესაცვლელად კი 24-საათიანი ვადა მისცეს.

ამასთან, აქციის მონაწილეების მოთხოვნას გუშინ იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი გამოეხმაურა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რუსთავში ციხის მშენებლობის საკითხზე ულტიმატუმის ენას ვერ მიიღებს, თუმცა აცხადებს, რომ კონსულტაციებისთვის მზად არის.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 16, 2019 15:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,702
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics