რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლების მაცხოვრებლებმა გზა გადაკეტეს

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლების მაცხოვრებლებმა, რომლებიც დასახლების მახლობლად ციხის მშენებლობას აპროტესტებენ, გზა გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას, ასევე ციხის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ.

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებასთან ციხის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია 9 აპრილსაც გაიმართა. ადგილობრივების თქმით, ახალი ციხის ღობე დასახლებულ პუნქტთან ძალიან ახლოსაა, რაც უსაფრთხოების კუთხით პრობლემებს ქმნის. ასევე, ისინი ვარაუდობენ, რომ ციხის მშენებლობით დასახლებას განვითარების პერსპექტივა დაეკარგება.

banner
წინა სტატიაშილაშა ნაცვლიშვილი – ბიძინა ივანიშვილმა შალვა შავგულიძის მიმართ რამდენიმე ვარაუდი გამოთქვა, კითხვა არ ნიშნავს ვერდიქტს
შემდეგი სტატიააჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნას მესამე სექტორი მკვეთრად უარყოფითად აფასებს