რუსთავში, ცენტრალურ ხიდზე ვანდალიზმის ფაქტზე 30 წლამდე კაცი დააკავეს. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ახალგაზრდამ ტროტუარზე დამონტაჟებული 10-მდე სანათი დააზიანა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულმა სანათების დაზიანების ფაქტი აღიარა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.








