რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით დედა-შვილი მოიწამლა

ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად, დედა-შვილი მოიწამლა. შემთხვევა რუსთავში, ბელიაშვილის ქუჩაზე მოხდა. სავარაუდოდ, საცხოვრებელ სახლში ნამწვის დაგროვება წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია. დედა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიილიაუნის სტუდენტთა ნაწილი გიგა ზედანიას რექტორის თანამდებობის დასატოვებლად ხვალ, 22:00 საათამდე აძლევს ვადას
შემდეგი სტატიააშშ ავღანეთიდან ჯარს ნატოს მოკავშირეებთან შეთანხმებით გაიყვანს