რუსთავში, ბუნებრივი აირის ნამწვით 6 ადამიანი მოიწამლა, საიდანაც 4 მცირეწლოვანია

რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით 6 ადამიანი მოიწამლა, აქედან 4 მცირეწლოვანია. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

შემთხვევა ჩოხელის ქუჩაზე მოხდა, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

პაციენტები „კლინიკა რუსთავში“ გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი, ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული გაზდანადგარიდან CO-ს გაჟონვა გახდა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში ძლიერ ხანძარს ვერ აქრობენ
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ