რუსთავში, ავტობაზრობის ტერიტორიაზე ორი მამაკაცი დაჭრეს

სამხედრო მოსამსახურემ 5 წლის ბავშვი გააუპატიურა

რუსთავში, ავტობაზრობის ტერიტორიაზე ორი მამაკაცი დაჭრეს. მომხდარს წინ შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.

დაზარალებულები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთ მათგანს ოპერაცია დასჭირდა, ის ამ დრომდე კლინიკაშია. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მეორე მამაკაცმა საავადმყოფო მალევე დატოვა. მიმდინარეობს გამოძიება მუხლით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი ფოთში მხარდამჭერებს ხვდება
შემდეგი სტატიაშინდისის გმირების დაზიანებული მემორიალის ნაწილი უკვე აღდგენილია