7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

რუსთავში ახალი პენიტენციური დაწესებულება გაიხსნება

რუსთავში ახალი პენიტენციური დაწესებულება გაიხსნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროში განუცხადეს, სასჯელაღსრულების დაწესებულება მსჯავრდებულებს 2027 წლის დასაწყისში მიიღებს.

მათივე ცნობით, ახალი დაწესებულება 150 მსჯავრდებულზე იქნება გათვლილი.

„რუსთავში უახლოეს თვეებში გაიხსნება ახალი პენიტენციური დაწესებულება, რომლის მშენებლობაც პრაქტიკულად, უკვე დასრულებულია. გამომდინარე იქიდან, რომ ახალი დაწესებულებისთვის აუცილებელია შესაბამისი საკადრო რესურსი, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება შესაბამისი საშტატო ნუსხა. შესაბამისად, მომავალი, 2027 წლის დასაწყისში ახალი დაწესებულება უკვე მზად იქნება მსჯავრდებულთა მისაღებად,“ – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

banner
წინა სტატიაში„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ „ქართული ოცნების“ მიერ 5 ოპოზიციური პარტიის გაუქმების მოთხოვნით შეტანილ მესამე სარჩელს აფასებს
შემდეგი სტატიაივანე ჩხაიძე: წელს საქართველოში, დაახლოებით, 200 ათასი დოზა უფასო, 100%-ით განახლებული გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება