რუსთავში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახის წევრებს ვირუსი არ დაუდასტურდათ

რუსთავში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახის წევრებს ვირუსი არ დაუდასტურდათ. გამოკვლეული ხუთი ახლო კონტაქტიდან ყველას პასუხი უარყოფითია. ვირუსი არ დაუდასტურდა მამაკაცის მშობლებს, ბიძასა და ახლო მეგობრებს.

ინფექციონისტები კიდევ ორი ახლო კონტაქტის პასუხებს ელიან.

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 582 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის 207 გამოჯანმრთელდა.

banner
წინა სტატიაშიხურვალეთში მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილი და რძალი გათავისუფლებულები არიან
შემდეგი სტატიაუკრაინის ხელისუფლება რუსეთის ეკლესიას უკრაინაში ბრალს დებს ღალატში