რუსთავში ახალგაზრდა დაჭრეს

Crime Scene

რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი ახალგაზრდა დაჭრეს. ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა მუცლის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული, მას ოპერაცია ჩაუტარდა და ​საავადმყოფოში იმყოფება.

ასევე, შელაპარაკების დროს დაზიანებულ კიდევ ერთ ახალგაზრდას ტვინის შერყევა აღენიშნება.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისანდრო ბარამიძე “თავისუფალ დემოკრატებს” შეუერთდა
შემდეგი სტატიადედაქალაქის ბიუჯეტი 170 მილიონით იზრდება