რუსთავში 9 და 11 წლის ბავშვებმა მანქანა მოიპარეს და ორ ავტომობილს შეეჯახნენ

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი მოზარდი დაშავდა – 9 და 11 წლის ბავშვებმა ქუჩიდან ავტომობილი მოიპარეს, შემდეგ კი იქვე მდგარ სხვა მანქანებს შეეჯახნენ.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, კაცმა სურსათის მაღაზიასთან “ჰონდას” მარკის ავტომობილი დააპარკინგა, რამდენიმე წუთში კი ქუჩაში ხმაურის გამო, გამოიხედა და დაინახა, რომ მისი ავტომობილი სხვა ავტომობილებს დაეჯახა.

გაირკვა, რომ ბავშვები ავტომობილს უთვალთვალებდნენ. როდესაც მძღოლი მანქანიდან გადავიდა, ბიჭებმა ავტომობილში შეაღწიეს. საჭესთან 9 წლის ბავშვი დაჯდა, მან მანქანა დაქოქა, მოულოდნელად საჭე ვერ დაიმორჩილა და იქვე გაჩერებულ, ჯერ “ფოლკსვაგენის”, ხოლო შემდეგ “ტოიოტას” მარკის ავტომობილებს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად ბავშვებმა მცირე დაზიანებები მიიღეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, კიევში იმყოფება
შემდეგი სტატია20 100 ჯარისკაცი, 762 ტანკი, 163 თვითმფრინავი – რუსი ოკუპანტების დანაკარგი