რუსთავში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს

რუსთავში, ახმეტელის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. მოკლულია 40 წლამდე ასაკის მამაკაცი. წინასწარი ინფორმაციით, მას გულის არეში დანით ერთი ჭილობა აქვს მიყენებული.
დანაშაულში ეჭვმიტანილი მეზობელ კორპუსში მცხოვრები მამაკაცია. ჯერჯერობით უცნობია, დაკავებულია თუ არა ეჭვმიტანილი. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს.

banner
წინა სტატიაშიხიდაშელი ბურჭულაძეზე: ამ ხნის ქალი ვარ და ამისთანა ჯერ არ მომისმენია
შემდეგი სტატიაუზბეკეთის პრეზიდენტი გარდაიცვალა