რუსთავში 4 წლის ბავშვი სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა
მნიშვნელოვანი
- რუსთავში 4 წლის ბავშვი სიმაღლიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა
სხვა სტატიები
რუსთავში, 21-ე მიკრო-რაიონში უბედური შემთხვევა მოხდა. 4 წლის ბავშვი მაღალი სართულიდან გადმოვარდა. როგორც რუსთავის სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ ბავშვის გადაყვანა მოსახლეობამ საკუთარი ძალებით სცადა.
როგორც კლინიკის დირექტორი აცხადებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო პატარა გზაშივე დაიღუპა.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.