17.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

რუსთავში 16 წლის მოზარდის დაჭრისთვის არასრულწლოვანი დააკავეს

რუსთავში, მოზარდის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს – არსებული ინფორმაციით, დაკავებული ასევე არასრულწლოვანია.

შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტს წინ, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც 16 წლის მოზარდს დანით ჭრილობა ხელის არეში მიაყენეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ექვს წლამდე.

banner
წინა სტატიაშიმცხეთასა და ლანჩხუთში მიწის ნაკვეთები საპატრიარქოს მფლობელობაში გადავიდა – მთავრობის განკარგულება
შემდეგი სტატიაევროპულმა ავიაკომპანიებმა ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენები შეწყვიტეს