რუსთავში 15 წლის გოგონას ეძებენ

Crime Scene

რუსთავში 15 წლის გოგონას ეძებენ. ოჯახის წევრთა განცხადებით, მარიამ სოროზანიშვილი 19 ივნისს, 21:00 საათზე სახლიდან გაიქცა და მას შემდეგ არავის უნახავს.

გოგონას დედა ამბობს, რომ მას თან ჰქონდა მობილური ტელეფონი, რომელიც გამორთულია.

15 წლის გოგონას ჯინსის ლურჯი პერანგი და შავი შარვალი ეცვა. ოჯახი დახმარებას ითხოვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები შეტყობინების საფუძველზეც სამძებრო ღონისძიებებს ახორციელებენ.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

banner
წინა სტატიაშიმართლმსაჯულებაში შესატანი ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ასეთია
შემდეგი სტატიასუს-მა თიანეთის გამგეობის თანამშრომლები და კერძო კომპანიების ხელმძღვანელები დააკავა