რუსთავში 15 მოსწავლე საკვებით მოიწამლა

region
ავტ.: region მაისი 10, 2019 15:13

რუსთავში 15 მოსწავლე საკვებით მოიწამლა

რუსთავის მე-15 საჯარო სკოლაში 15-მდე მოსწავლე მოიწამლა. არსებული ინფორმაციით, ისინი საკვებით მოიწამლნენ.

სკოლაში სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. მოსწავლეებს დახმარება ადგილზე გაეწიათ და მათი საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გამხდარა. ყველა მათგანი შემოწმების შემდეგ სახლში გაუშვეს.

ფაქტს ადასტურებს რუსთავის რესურსცენტრის ხელმძღვანელი. თამარ ხეჩიკაშვილი აცხადებს, რომ მათ უკვე მიმართეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს.

ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებულია სურსათის უვნებლობის სამსახური. მირანგულ ლიპარტელიანის ინფორმაციით, შესაბამისი მოკვლევა ჩატარდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდები შეუძლოდ მას შემდეგ გახდნენ, რაც სკოლის კაფეტერიაში შეძენილი ლობიანი მიირთვეს.

region
ავტ.: region მაისი 10, 2019 15:13

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,698
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics