რუსთავში 12 წლის მოზარდი საცხოვრებელი სახლის აივნიდან გადავარდა

რუსთავში 12 წლის გოგონა საცხოვრებელი სახლის მესამე სართულის აივნიდან გადავარდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის თავდაპირველად კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, მოგვიანებით კი თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

კლინიკა „რუსთავში“ აცხადებენ, რომ გოგონას მდგომარეობა მძიმეა, მას მრავლობითი მოტეხილობები, ასევე ხერხემლის დაზიანება აღენიშნება.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლითაა დაწყებული.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე – პოლიტიკა ბინძური იქნება იქამდე, ვიდრე ეს ველი არ გაიწმინდება
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა