რუსთავში 112-ის ცენტრი გაიხსნა

რუსთავში 112-ის ცენტრი გაიხსნა. 112-ის ახალი ოფისი შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გახსნა.

როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, 112-ის რუსთავის ცენტრის მიზანია, თბილისის 112-ის განტვირთვა და დაზღვევა.

„დღეს კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვისთვის. ჩვენ უკვე გავხსენით ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომელიც აძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემას. დღეს რუსთავში მუშაობას იწყებს გადაუდებელი მართვის ოპერატიული მართვის ალტერნატიული ცენტრი. ეს იმას ნიშნავს, რომ შსს-მ 112 კიდევ უფრო ძლიერდება. 112-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემაში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია, ის არის დამაკავშირებელი ხიდი, ყველაზე მძიმე წუთებში მყოფ მოქალაქესა და საგანგებო სამაშველო სამსახურებს შორის. შსს-ს ეს დანაყოფი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს წარმოადგენს. ცენტრის მიზანი თბილისის 112-ის განტვირთვა და მისი დაზღვევა“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ეს ცენტრი მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღებს ზარებს 24 საათის განმავლობაში.

„საზოგადოების უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფით და ამ კუთხით მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შსს მუდმივ ტექნოლოგიურ განვითარებაზეა ორიენტირებული“, – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიანტალიაში ძლიერი აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები
შემდეგი სტატია“ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც სურვილი აქვს გახდეს 112-ის წევრი, განათლების მიღებას რუსთავის ცენტრში შეძლებს”