რუსთავში 10 წლის ბიჭი მე – 5 სართულიდან გადმოვარდა

რუსთავში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან 10 წლის ბიჭი გადმოვარდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანა. კლინიკის დირექტორის მოადგილის, დავით გოგოძის თქმით, მას სამედიცინო დახმარება შეყვანისთანავე გაეწია.

მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაში1,5 ტონა ჰეროინი და დასჯის უმკაცრესი მეთოდი – როგორი უნდა იყოს ნარკოპოლიტიკა?!
შემდეგი სტატიაკალაშოვის საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო