რუსთავის საკრებულოში ხმაური იყო

რუსთავის საკრებულოში ხმაური იყო, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თვითმმართველობის ორგანოს დეპუტატები, სათათბირო ოთახის გახსნას მოითხოვდნენ.

ვითარება ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა. საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები აპარატის უფროსს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მოგვიანებით კი საოქმო განყოფილების ოთახში შევიდნენ, სადაც მორიგი ხმაური და დაპირისპირება იყო.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრის, ალექსანდრე ბერიძის განცხადებით, პროტესტი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე სათათბირო ოთახს არ გახსნიან და სამუშაო სივრცეს არ გამოუყოფენ.

საკრებულოს აპარატის უფროსის არჩილ ძამაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს მან არაერთხელ განუმარტა მოქმედი კანონმდებლობისა და რეგლამენტის მიხედვით ვის და რა შემთხვევაში აქვს უფლება დარბაზში სხდომის მოწვევის, თათბირის ან სხვა ტიპის შეკრების ჩატარების უფლება.

banner
წინა სტატიაშიმეტეხის ქუჩაზე სახლი ჩამოინგრა
შემდეგი სტატია“თუ სიმპტომები გვაქვს და ტესტი უარყოფითია, უნდა დარჩეთ იზოლაციაში”