რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ „ქართული ოცნება“ დატოვა

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დატოვა და სოსო გოგაშვილის გუნდს უერთდება.

„დიახ, დავტოვე „ქართული ოცნება“ და ვუერთდები სოსო გოგაშვილის გუნდს. მიზეზი, ბოლო პერიოდში განხორციელებული საკადრო პოლიტიკა, ასევე იმ ხალხის მიმართ დამოკიდებულებაა, რომლებიც 2012 წლიდან იდგა ამ პარტიის გვერდით და თავდაუზოგავად იბრძოდა. ჯერ „სახალხო პარტიის“ ოფიციალური წევრი არ ვარ, მაგრამ ამ დღეებში გავწევრიანდები და თვითმმართველობის არჩევნებშიც ვაპირებ მონაწილეობის მიღებას. კონკრეტული დეტალები „სახალხო პარტიაში“ შეკრებისა და კონსულტაციების გავლის შემდეგ გახდება ცნობილი. „ქართული ოცნების“ დატოვებაზე დიდხანს ვფიქრობდი, გუშინ კი როდესაც სოსო გოგაშვილმა გააკეთა განცხადება, მეც საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე და დავტოვე „ქართული ოცნება“, – განაცხადა ლევან ონიანმა.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – შესაძლოა, ცოტა სასაცილოც იყოს ჩვენი ხელისუფლების გემოვნების მიხედვით დროშების დაზიანების აკრძალვა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – სწორედ დიდგორის ბრძოლის ცოცხალი მაგალითი გვასწავლის, რომ ერთიანობით ყველა მიზნის მიღწევა შეგვიძლია