29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

რუსთავის ქალთა საპატიმროსთან ნანა სანდერსის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია იმართება

რუსთავის ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მოძრაობა „300 ქალის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები და პოლიტიკოსები მსჯავრდებულ ნანა სანდერსს სოლიდარობას უცხადებენ. საპატიმროსთან შეკრებილებს თან მიტანილი აქვთ საპროტესტო ბანერები.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სანდერსის მიმართ სასამართლომ უსამართლო განაჩენი გამოიტანა. თავად ნანა სანდერსი პროცესების მიმდინარეობისას ამტკიცებდა, რომ პატიმრობაში არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო.

„შევიკრიბეთ რუსთავის ციხესთან ნანას სოლიდარობისთვის. ჩემთვის, როგორც მისი მეგობრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ნანას ჯანმრთელობის მდგომარეობა, მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს მხნედ, მას ჰქონდეს ელემენტარული პირობები, იმიტომ, რომ ის არის არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, მის მიმართ დადგა ძალიან მკაცრი, უსამართლო განაჩენი… ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მალე ნანა იყოს თავისუფალი“, — აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ნანა სანდერსი ე.წ. 4 ოქტომბრის საქმეზე დააკავეს. სასამართლომ მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშიშიო III დღეს აბიტურიენტებს დალოცავს
შემდეგი სტატიატრაგედია მიუნხენთან: ტბაში ჩახტომის შემდეგ 23 წლის ქართველი ახალგაზრდა გარდაიცვალა