რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა

რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ ხმა რუსთავის 36-ე საარჩევნო უბანზე დღის პირველ საათზე მისცა. ხმის მისაცემად ქალაქის მოქმედი მერი ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.

,,ხმა კიდევ უფრო განვითარებულ საქართველოს და რუსთავს მივეცი. მიმაჩნია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე და იმედი მაქვს, რომ რუსთავს ღირსეული მერი ეყოლება. ვფიქრობ, რომ გაცილებით უკეთეს ქალაქს ვახვედრებთ მომავალ მერს, ვიდრე ჩვენ დაგვხვდა და იმედი მაქვს, რომ ოთხი წლის შემდეგ,რუსთავი კიდევ უფრო განვითარებული და კარგი ქალაქი იქნება. არჩევნები რუსთავში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ჩვენ წინა წლებში გვახსოვს ექსცესების და აგრესიის ფონზე მიმდინარე არჩევნები, სასიხარულოა, რომ ჩვენი საარჩევნო კულტურა ვითარდება და უფრო და უფრო დემოკრატიულ არჩევნებს ვატარებთ.“-განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ არჩევნები რუსთავში მშვიდ ვითარებაში მიმდინმარეობს, 12.00. სთ-თვის რუსთავში 15 906 რუსთაველს საკუთარი არჩევანი უკვე გაკეთებული ჰქონდა, რაც რუსთაველი ამომრჩველის 15, 26%-ია.

banner
წინა სტატიაში„თამარ ჟვანია თვლის, რომ კანონი არ ირღვევა“ – ცესკო-ს თავმჯდომარისა და ენმ-ის წევრების შეხვედრა დასრულდა
შემდეგი სტატია„მოსალოდნელია გაყალბება, ოპოზიციური კანდიდატების საერთო მხარდაჭერა აღემატება სახელისუფლებო კანდიდატისას“- უდუმაშვილი