რუსთავის მერიის “ლოთი” თანამშრომელები თვითმფრინავის ბორტზე არ აუშვეს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 17, 2018 00:31

რუსთავის მერიის “ლოთი” თანამშრომელები თვითმფრინავის ბორტზე არ აუშვეს

მნიშვნელოვანი

  • რუსთავის მერიის "ლოთი" თანამშრომელები თვითმფრინავის ბორტზე არ აუშვეს

სხვა სტატიები

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე და მერიის თანამშრომლები სკანდალში ეხვევიან. პოლონეთის ავიახაზებმა ოფიციალური დელეგაციის წევრები თვითმფრინავის ბორტზე არ აუშვა.
გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო მოხელეები მივლინებაში გამგზავრების დროს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, რაც მათი რეისიდან მოხსნის მიზეზი გახდა.
საკრებულოსა და მერიის მაღალჩინოსნები სიმთვრალეს არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ დელეგაციის ერთი წევრი თავს შეუძლოდ გრძნობდა და ბორტგამცილებელს მისი ფერი არ მოეწონა.
„ჩვენ ჩვეულებრივ გავიარეთ საბაჟო პუნქტი, ჩვეულებრივ შევედით მე და ბატონი გიორგი ჯღარკავა, რომ ვნახეთ ჩვენი მესამე წევრი, მოვიკითხეთ მიზეზი, თუ რატომ შეაფერხეს ის. ჩვენ გვითხრეს, რომ მისი ფერი არ მოსწონდათ. გვითხრეს, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემაა. ვკითხე პაატას, მართლა ასე თუ არა და მან დამიდასტურა, რომ ის თავს ცუდად გრძნობდა. გავრცელდა, თითქოს, ნასვამები ვიყავით. ეს არის სრული ფარსი,“- განაცხადა რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ონიანმა.
ავიაკომპანია ”LOT პოლონეთის ავიახაზებში“ კი ინციდენტს ადასტურებენ, თუმცა არ აკონკრეტებენ, რა გახდა რეალურად დელეგაციის ბორტიდან მოხსნის მიზეზი. ბილეთები საბიუჯეტო სახსრებით იყო ნაყიდი, ამიტომ უცნობია, ვინ აანაზღაურებს ზარალს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 17, 2018 00:31

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,719
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics