რუსთავის მერიასთან წინასაარჩევნოდ ილოცეს

რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი), რუსთავის ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, თავისუფლების მოედანზე, ერის მშვიდობის, კეთილდღეობისა და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მშვიდობით ჩატარებისთვის, პარაკლისი გადაიხადა.

„ვმადლობთ უფალს ყველაფრისათვის, დღევანდელი დღისათვის, მომავალი ხვალინდელი დღისათვის, რომ მშვიდობა, ერთობა და კეთილდღეობა გვქონდეს. არჩევნების წინ, პარაკლისის გადახდა, ეს უკვე ტრადიციად იქცა. ცოტა ემოციური ხალხი ვართ და ზედმეტად ემოციურად გამოვხატავთ ჩვენს ემოციებს, რომ არ გადაიზარდოს ეს ემოციები არასასურველ დაპირისპირებაში, ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვითხოვთ მშვიდობას, წყალობას და ერთობას, ერის კეთილდღეობისა და ჩვენი წარმატებისათვის. ღმერთმა დაგლოცოთ, ხვალინდელი დღე მშვიდობით ყოფილიყოს, რომ ერმა აირჩიოს უკეთესი ვინც მიაჩნია, სინდისისა და ნამუსის კარნახით“, – განაცხადა რუსთველმა მიტროპოლიტმა იოანემ.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პარაკლისს ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, რუსთავის ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები, საზოგადოება ,,რუსთაველების“ წარმომადგენლები და რუსთავის მოსახლეობა დაესწრო.

banner
წინა სტატიაში,,ჩვენ შევძელით აგრესიის პრევენცია და არსებითად მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება”
შემდეგი სტატია„დღეს იმას ვხვდები, რომ ამ ქალის გაპრეზიდენტება ქვეყნის ღალატია”