რუსთავის მერიასთან რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მგზავრობის საფასურის გაზრდას აპროტესტებენ

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 6, 2019 13:40

რუსთავის მერიასთან რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მგზავრობის საფასურის გაზრდას აპროტესტებენ

რუსთავის მერიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მგზავრობის საფასურის გაზრდას აპროტესტებენ და ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებენ, პრობლემა დროულად მოაგვაროს.

აქციის მონაწილეები რუსთავის მერიასთან ტრანსფარანტებით არიან მისული, რომლის შინაარსია – “არა გაზრდილ ტარიფს”, “ძალა ჩვენშია”. “ჩვენო მერიავ, მგზავრებიცა და მძღოლებიც თქვენი თანამოქალაქეები ვართ! ნუ გადაგვკიდებ ერთმანეთს, მოაგვარე სიტუაცია!”, – აცხადებენ საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები და რიგითი მოქალაქეები არიან.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 6, 2019 13:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,754
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics